ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე დაადგინეს.

ბათუმის, ამერიკისა და კანადის ეპარქიას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს ეპარქიაც გაიყო. ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი იქნება.

ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდა ხორნაბუჯის ეპარქია, ჰერეთის ეპარქიას კი ეწოდა კახისა და ქურმუხის ეპარქია. მას არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი უხელმძღვანელებს. ისტორიულ ჰერეთში მამა დემეტრე ერთადერთი ქართველი სასულიერო პირი იყო.
