ქედის მერიის ინფორმაციით, აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და ქედის ისტორიული მუზეუმი ერთობლივი ექსპედიციის 8- დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით.

"ტერიტორიაზე გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. (კვაშტა, წონიარისი და კოლოტაური) არქეოლოგების განცხადებით, ძეგლი მეტად საინტერესოა, იკვეთება ხანგძლივი პერიოდის ნამოსახლვარი. საბოლოო დასკვნები დაიდება სრული შესწავლის შემდეგ", - ნათქვამია ინფორმაციაში.