შეგახსენებთ, რომ უწმინდესისა და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, ზაჰესში, მთის წვერზე დაფუძნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ყოველთა დედოფლის - პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერი. "ყოველთა დედოფალი-პანტანასა" ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე.
(მონასტერში მისვლა შეგიძლიათ დიდუბის მეტროდან N87 სამარშრუტო ტაქსით. ბოლო გაჩერებაა. სარაჯიშვილის მეტროდან N48 სამარშრუტო ტაქსით.)

