ნათლად ჩანს, რომ მეუფე ილარიონის მობრძანების შემდეგ ეპარქიაში მართლაც საგრძნობია სულიერი ცხოვრების აღმავლობა.
"მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ, როცა ზემო სვანეთის ეპარქიაში გამომიშვეს, მეუფე იობს ვუთხარი, - ჯოხი სადაც არ უნდა დაარჭო, იქ დავდგები და იქ ვემსახურები ღმერთს-მეთქი. რა თქმა უნდა, პრობლემებიც იყო, მაგრამ უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი მეხმარებიან და მიადვილებენ მღვდელმთავრის ტვირთს. ეპარქიაში სამი-ოთხი მოქმედი ეკლესია და ერთი მღვდელი, მამა გიორგი ჩართოლანი დამხვდა - სეტის წმინდა გიორგის, ლაღამის ფერისცვალების, ლეხთაგის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებში. დანარჩენი ტაძრები დაკეტილი და დახშული გახლდათ. მათი გაღების უფლება არ გვქონდა. ალბათ ეს ხდებოდა დაცვის მიზნით. ვიდრე ნდობა არ აღდგა, ვერ შევძელით ტაძრებში მსახურება",-ვკითხულობთ "კარიბჭის" არქივში.

მეუფე ილარიონის მობრძანების შემდეგ ეპარქიაში აღორძინდა სასულიერო ცხოვრება. აღდგა და განახლდა ძველი ეკლესია-მონასტრები. ბევრი ახალი ტაძარი და მონასტერი შეემატა ეპარქიას. მომრავლდა სასულიერო პირების რაოდენობაც.
უფალმა გააძლიეროს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, დიდხანს სიცოცხლე მიმადლოს.
