სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 9 ივლისს, მესტიის საკათედრო ტაძარში ჩაბრძანდა აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები.
მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან თავმოყრილი სამღვდელოებისა და მრევლის მიერ შესრულდება ერთობლივი წირვები და პარაკლისები, ამის შემდეგ, წინასწარ გამოყოფილ დარბაზში მოეწყობა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და გაიმართება ფილმის ჩვენება.
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოსალოცად საქართველოს რეგიონებში 28 მაისიდან ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს. ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.
გაგაცნოთ წირვების გრაფიკს:
10 ივლისი - მამა ეგნატე;
11 ივლისი - მამა ლუკა, მამა შიო;
12 ივლისი - მამა ლუკა, მამა დემეტრე;
13 ივლისი - მამა ბასილი, მამა არჩილი;
14 ივლისი - მამა პეტრე, მამა იონა;
15 ივლისი - მამა იოსები, მამა კვირიკე, მამა ლაზარე.