

აქ საუკუნეების განმავლობაში მრავალ ეთნოსთა თანაცხოვრებით ჩამოყალიბდა იმგვარი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ურთიერთობები, რომ ამ ვანდალების და პროვოკატორების ბნელი მზაკვრული ზრახვები არასოდეს ჰპოვებს აღსრულებას. ვფიქრობთ, ეს საჯარო განცხადება მოიტანს შესაბამის გამოხმაურებას ადგილობრივ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში და მოხდება იმის გაანალიზება სათანადო ორგანოებისგან, რომ ამ რეგიონში მშვიდი ვითარების ამგვარი პროვოკაციული ქმედებით არევა თუ ვის ინტერესში უნდა შედიოდეს.
ისევ განვმეორდებით,რომ არ ყოფილა სხვა კონფესიათა საკულტო ნაგებობების შელახვის არც ერთი მსგავსი შემთხვევა ეპარქიის უახლოეს ისტორიაში, გარდა მართლმადიდებლური ქრისტიანული წმიდა სალოცავი ტაძრების არაერთხელ წაბილწვის და შელახვისა, რაც აუცილებლად მოითხოვს თანაზომიერ მყისიერ, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ რეაგირებას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რათა არ მოხდეს მომავალში მსგავსი აღმაშფოთებელი ფაქტების განმეორება, რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენს ჭეშმარიტ ხალხთაშორის კულტურულ-რელიგიურ-ეთნიკურ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს.


აქვე,მოვუწოდებთ,ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით...