



სტეფანწმინდიდან ხატები დღეს ნიქოზში გადააბრძანეს.

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები საქართველოს რეგიონებში ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს. ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.