გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. მსახიობის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.19/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.
სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ.