უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ეკლესიის გაერთიანების თხოვნით მსოფლიო პატრიარქს შეხვდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ეკლესიის გაერთიანების თხოვნით მსოფლიო პატრიარქს შეხვდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტამბულში შეხვდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს.
პრეს-სამსახურის ცნობით გროისმანმა განაცხადა, რომ "უკრაინელები მიისწრაფიან ეკლესიის გაერთიანებისაკენ" და მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს "უკრაინელ მართლმადიდებელთა გაერთიანების მხარდაჭერისათვის".

"ჩვენ ვლოცულობთ, რომ უკრაინელი ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს. კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია თქვენ დაგეხმარებათ, რომ ასეთი ერთიანი ეკლესია გქონდეთ - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ - ჩვენ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ".

2016 წელს უკრაინაში ჩატარებულმა სოციალურმა გამოკითხვამ ასეთი შედგები აჩვენა: უკრაინელთა 32% ერთიანი ეკლესიის იდეის წინააღმდეგია, 36% მომხრეა, რომ ეს პროცესი პოლიტიკოსთა და სახელმწიფოთა ჩარევის გარეშე მოხდეს, ხოლო დანარჩენმა მორწმუნეებმა არ დააფიქსირეს თავიანთი აზრი.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის უკრაინაში მოქმედებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური ეკლესია და მისგან დამოუკიდებლად ადგილობრივმა სამღვდელოებამ შექმნა კიევის საპატრიარქო, რომელიც ანათემას გადასცა მოსკოვის საპატრიარქომ და არ ცნობს მის უფლებებს. შუაზეა გახლეჩილი სამღვდელოებაც და მრევლიც. კიევის საპატრიარქოს არაკანონიკურად მიიჩნევს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილი. კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ბოლო დროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამწვავების ფონზე სულ უფრო მეტი ეკლესიები გადადიან. თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია ისევ კიევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე - კიევ-პეჩორის ლავრა.
სწორედ ამ ორი ნაწილის გაერთიანებაზეა საუბარი. ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს რწმენაში გაძლიერება და უფლის შემწეობა ამ რთულ პერიოდში!

ბეჭდვა
1კ1