საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
საპატრიარქო - წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს პრესცენტრი ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ", - აცხადებენ საპატრიარქოში.

გუშინ "ინტერპრესნიუსს" პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომა 7 მარტს ჩაინიშნა.
ბეჭდვა
1კ1