საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.
როგორც პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, სინოდის სხდომა 7 მარტს გაიმართება.
ამ დროისთვის სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა ე.წ. "ციანიდის საქმე" და ამ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხი იქნება.