ბერლინში პატრიარქს ოპერაციას 13 თებერვალს გაუკეთებენ
ბერლინში პატრიარქს ოპერაციას 13 თებერვალს გაუკეთებენ
ბერლინის კლინიკაში დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.
უფალმა დალოცოს ჩვენი სულიერი მამა და დაგვიბრუნოს გამოჯანმრთელებული!
ბეჭდვა
1კ1