ხატი-სანაწილე, რომელშიც 200 წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული, დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში მიაბრძანეს
ხატი-სანაწილე, რომელშიც 200 წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული, დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში მიაბრძანეს
ხატი-სანაწილე, რომელშიც 200 წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული, დღეს მიაბრძანეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, 34 ნომერში მდებარეობს. ერთ კვირაში კი გადააბრძანებენ ვაზისუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში და ნათლისღებას შეგეძლებათ მისი მოლოცვა.
ერთად, ერთდროულად შეგიძლიათ 200 სიწმინდეს მიეახლოთ. და იცით რომელ წმინდანთა ნაწილებია ჩაბრძანებული ლუსკუმაში? აი მცირე ჩამონათვალი: წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულნი: პეტრე და პავლე, ანდრია, იაკობ ზებედესი, ფილიპე და ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იაკობი - ძმა უფლისა, ლუკა მახარებელი, ტიტე, პირველმოწამე სტეფანე, დიდმოწამენი: გიორგი, მარინე, ანასტასია, ეკატერინე, ქეთევან დედოფალი, დავით და კონსტანტინე, პანტელეიმონი, მინა, დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა მღვდელმთავარნი, მღვდელმოწამენი, ღირსმოწამენი, კიევ-პეჩორის, გლინისა და ოპტის უდაბნოს წმინდა მამები, ღირსი ოდესელი მამები, წმინდა ბარბარე, მართალნი: ანა, ელისაბედი, იოსები და კიდევ მრავალი.
შეგეწიოთ ყველა წმინდანის ლოცვა!
ბეჭდვა
1კ1