პატრიარქი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამებაში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს
05.01.2017
დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას შობას, 7 იანვარს 10:00 საათზე დაიწყებდა.
მაგრამ ახლა ვრცელდება ახალი ინფორმაცია:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.
როგორც საპატრიარქოდან იტყობინებიან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება და მას პატრიარქი შეასრულებს.