როდის ხსნილდება თევზით შობის მარხვა? ეს ტრადიციული კურთხევაა და ყოველ წელს სრულდება
31.12.2016
ყოველწლიურად შობის მარხვაში პატრიარქი ახალი წლის წინა წირვაზე მრევლს აძლევდა კურთხევას, რომ 31 დეკემბრის საღამოდან, აგრეთვე 1 და 2 იანვარს შეუძლიათ გაახსნილონ თევზით.
წელს ავადმყოფობის გამო პატრიარქი წირვაზე არ ბრძანდებოდა. "კარიბჭე" დაუკავშირდა მამა შალვა კეკელიას და განმარტება სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით:
- ეს ტრადიციული კურთხევაა და ყოველ წელს სრულდება. წელს პატრიარქმა ავადმყოფობის გამო პირადად ვერ შეძლო წირვაზე მისვლა, თუმცა მოძღვრები თავიანთ მრევლს აკურთხებენ, რომ 31 დეკემბრის საღამოს და 1 და 2 იანვარს შეუძლიათ თევზით გაახსნილონ. მეც მივეცი დღეს საღამოს ლოცვაზე ჩემს მრევლს ასეთი კურთხევა.
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა!