გერმანელმა პროფესორმა უწმინდესი მოინახულა, შედეგად მისი გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა
გერმანელმა პროფესორმა უწმინდესი მოინახულა, შედეგად  მისი გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა.

როგორც მან აღნიშნა, "HELIOS Klinikum Berlin-Buch"-ის პროფესორი, მედიცინის დოქტორი მარტინ სტრიკი ჩამოვიდა საქართველოში და პატრიარქი მოინახულა.

ცისანა შარტავას თქმით, გერმანელმა ექიმმა უწმინდესის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და ქართველი ექიმების მიერ დაწყებული და ამჟამინდელი მკურნალობა დადებითად შეაფასა.

"გერმანელი სპეციალისტი იყო საქართველოში ჩამოსული, მოინახულა უწმინდესი. შემდეგ კონსილიუმიც შედგა, ესაუბრა იგი ქართველ სპეციალისტებს. მან პატრიარქის მდგომარეობა ჩათვალა დამაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა. მთლიანად დაეთანხმა ქართველი ექიმების მიერ დაწყებულ და ამჟამინდელ მკურნალობას, ანუ მთელი ტაქტიკა დადებითად შეაფასა. მკურნალობის დინამიკაც გამოკვეთილია, რომ უკეთესობისკენ მიდის. თვითონ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, მაჩვენებლებიც უმჯობესდება და რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს სამედიცინო ზედამხედველობა მუდმივად. ამ ეტაპზე გერმანელმა სპეციალისტმა თავისი როლი ამით დაამთავრა", - განახცადა ცისანა შარტავამ.

გერმანელმა პროფესორმა უწმინდესი მოინახულა, მისი გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა - See more at: http://guardian.ge/21991-saqarthvelos-katholikos-patriarqis-piradi-eqimi-mas-shemdeg-rac-germanelma-eqimma-utsmindesi-moinakhula-misi-germaniashi-gadayvanisa-da-qirurgiuli-charevis-satciroeba-moikhsna.html#sthash.pOtsx3pR.dpuf

ბეჭდვა
1კ1