სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.