სვეტიცხოვლის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
13.12.2016
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.