ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, პირადად პატრიარქს ებრძვიან. ამ დროს მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია ასეთი ხალხისგან გავათავისუფლოთ
04.12.2016
ჩემთვის ღირსება უპირველესია, ეპისკოპოსობა არაფერს ნიშნავს, თუ ღირსება არ მექნება და მე ვირჩევ ღირსებას
- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ბოდბის საკათედრო ტაძარში.
ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, პირადად პატრიარქს ებრძვიან. ამ დროს მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია ასეთი ხალხისგან გავათავისუფლოთ. როცა პირადად მე მეხებიან, ამას მოვითმენ, მაგრამ როცა უწმინდესის წინააღმდეგ მოქმედებენ, ამის მოთმენა არ შეიძლება. მეუფემ ისაუბრა ცოტა ხნის წინ პრაიმ-ტაიმის მიერ გამოქვეყნებულ ცილისმწამებლურ წერილზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ამ წერილის დაწერაში ედოთ წვლილი. მოისმინეთ ქადაგება:
,,არც საპატრიარქო და მით უმეტეს ეკლესია არ არის მოწოდებული სოციალური საკითხების მოსაგვარებლად. ის სულიერი სარბიელის ადგილია, მდიდარიც და ღარიბიც ღვთისკენ უნდა ვიდოდეს, ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს.,,----გეთანხმებით,მაგრამ როდესაც თავად ზრუნავს საკუთარ სოცუზრუნველყოფაზე,სხვისი გასაჭირიც ასევე უნდა მოაგვაროს და უსმინოს ყველას,ვინც დახმარების სათხოვნელადაა მისული მასთან.
კარგად ვიცით,რომ საპატრიარქოს თანხებიც არ მიდის სიკეთოისთვის,კარგადაც იფლანგება.მეუფე იაკობისნაირი ეპისკოპოსები რომ გვყავდნენ,ქვეყანას ეშველებოდა.
07.12. 2016
ქეთევანი
ჩემი აზრით,სპეციალურად არ ეუბნებიან უწმინდესს ,რაც ხდება,თავისი ხანდაზმული ასაკის გამო მაინც ვერას გახდება და ჯანმრთელობასაც გაიუარესებს.მთავარი მაინც ის არის,რომ პატრიარქი მთელი ერის ცოდვების გამოსასყიდად ლოცულობს უფლის წინაშე,მთელი გულით და დიდი რწმენით,ამაზე მნიშვნელოვანი მაინც არაფერია.რისთვის არის წმინდა სინოდი,ეპისკოპოსების მრავალრიცხოვანი დასი?მხოლოდ პატრიარქზე კი არ უნდა ტყდებოდეს ჯოხი,არამედ ყოველ მაღალ იერარქზე,ტყუილად აბარიათ სათითაოდ ეპარქიები?ყველამ საკუთარ დაქვემდებარებულ ეკლესია-მონასტრებში უნდა დაამყაროს სულიერი წესრიგი,ყველაზე დიდი დანაშაული ის გახლავთ,რომ ბერად აღკვეცა თითქოს მოდაში შემოვიდა,მორჩილობის ვადაც კი ისეა შემცირებული,რომ ვერც ხვდება მორჩილი,შეძლებს თუ არა ბერობის მძიმე ტვირთთან გამკლავებას,ბოლომდე ეს უდიდესი მისია შეგნებულიც არა აქვს,ვერც ასწრებს ამის გააზრებას და უცბად აძლევენ კურთხევას მონაზვნობაზე.რას გავს ეს ?ამიტომაცაა ამდენი მამათმავალი,ნარკომანი და თითით საჩვენებელი უმსგავსო მონასტრებში,ისეთი შაბეჭდილება მექმნება,თითქოს რიცხობრიობაზეა გაკეთებული მახვილი და არა-სულიერების დონეზე,მადლზე .იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებითაც იფიქრონ წინამძღვრებმა და ყველამ,ვისაც აღკვეცის საკითხი ეხება.რამდენიმე ასეთ ახლადაღკვეცილ ბერ-მონაზონს ვიცნობ,მათი პირადი ფეისბუკ-გვერდიც დათვალიერებული მაქვს და გული მტკივა,საზიზღარ სურათებს რომ ვაწყდები მათ კედლებზე-შიშველ ქალებს,რაღაც საშინელ ინტერნეტთამაშების რეკლამებს თავისი სურათებით-როგორიცაა აბაზანაში ჩაწოლილი მოკლული მამაკაცი,რომელსაც შიშველი ხელ-ფეხი აქვს გადმოვარდნილი აბაზანიდან და სისხლისგან იცლება..რა უბედურებაა ეს,ნუთუ ამ ბერების პატრონი ამას ვერ ხვდება,ნუთუ აღსარებით არ ჩანს მისი სულიერი შვილების მისწრაფებები და არ გმობენ ამას?ყველაფერ ამის შემხედვარე ერი ძალიან ბრკოლდება და იბნევა.თქვენ თუ არ მოგვეცით წმინდა მაგალითი,სად წყალში გადავვარდეთ ჩვენ?ხომ უნდა იყოს რადიკალური სხვაობა ერსა და ბერს შორის?საერთოდ წაშლილია უკვე ყოველგვარი ზღვარი,არ ჩანს,სად-სიწმინდეა და სად-ცოდვა,ისეთი ათქვეფაა უკვე.
07.12. 2016
!!!
არც საპატრიარქო და მით უმეტეს ეკლესია არ არის მოწოდებული სოციალური საკითხების მოსაგვარებლად. ის სულიერი სარბიელის ადგილია, მდიდარიც და ღარიბიც ღვთისკენ უნდა ვიდოდეს, ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს.
06.12. 2016
nino
დიდი ხანია მესმის რომ პატრიარქამდე არ მიდის ამბები ,რომ მას უმალავენ ბევრ რამეს,და იქ მომუშავე პირები(საპატრიარქოში)ხშირად დაბრკოლებებს ქმნიან ხელოვნურად რომ ხალხსა და პატრიარქს შორის არ იყოს კავშირი,ნამდვილად პატარაა საქართველო და მით უფრო თბილისი,მე არ ვიცი რა ხდება საპატრიარქოში მაგრამ არ მომწონს როცა დახმარებაზე უარს ეუბნებიან უპოვართ და მძიმე ჯამრთელობის მქონე ადამიანებს,ჩვენ ხალხი მიუხედავათ მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური ფონისა ვცდილობთ დავემხაროთ ამ ადამიანებს და მგონია რომ საპატრიარქო უნდა ზრუნავდეს ერზე და ბერზეც სხვათაშორის,არიან მოძღვრები რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ და არც მათ ეხმარება საპატრიარქო,ვერ გავიგე სიმდიდრე და ფუფუნება და რეგალიები იქნებ ვერ გაიმეტონ მაგრამ საარსებო მინიმუმით მაინც უზრუნველყონ ...
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.