უკრაინული მართლმადიდებლური ვებ-გვერდი წმინდა მამა გაბრიელის შესახებ სტატიას აქვეყნებს. მას უცვლელად გთავაზობთ:
კიევში, წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარში, საქართველოდან ჩამობრძანებულია წმინდა ბერი გაბრიელის მირონმდინარე ხატი და მისი ქუდი. მომლოცველები აღნიშნავენ განკურნების შემთხვევებს სიწმინდეებთან შეხების შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მომლოცველი ქალბატონი დედის გამოჯანმრთელების შესახებ ასეთ ამბავს ჰყვება:
"დედაჩემი არ არის ეკლესიური და წმინდა ბერი გაბრიელის შესახებ ჩემგან იცოდა. ერთ დღეს, დილის 5 საათზე ხმაურმა გამაღვიძა, ოთახიდან გამოვიქეცი, დედა უგონოდ იწვა. ცოტა ხანში გონს მოვიდა, მაგრამ მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ფეხზე ვერ დგებოდა... წმინდა გაბრიელის ხატიდან აღებული მირონი ვაცხე და დედამ მაშინვე მითხრა, რომ ტკივილებმა გაურა".
არქიმანდრიტი გაბრიელი საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანია. მას ჭვრეტისა და კურნების ღვთიური ნიჭი ჰქონდა.
გაბრიელ სამთავროელი საქართველოს მართლმადიდბელმა ეკლესიამ წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა ღირსი მამის წოდებით. 2014 წლის 25 დეკემბრიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარშიც მოიხსენიება. ხსენების დღე 2 ნოემბერია.
წყარო:
http://uoj.org.ua/