ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რესპუბლიკური პარტიის მოქმედი თავჯდომარე, რაინს პრიბუსი დანიშნა.
44 წლის პრიბუსი მართლმადიდებელი ამერიკელია, გერმანულ-ბერძნული წარმოშობისა, იგი ვაშინგტონის წმინდა სოფიის ტაძრის აქტიური მრევლია.
2016 წლის აღდგომის დღესასწაულზე პრიბუსმა დაწერა: "ქრისტე აღდგა! ვუსურვებ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს ბედნიერ და კურთხეულ აღდგომას. ისევე, როგორც წინა თაობები აკეთებდნენ ამას ჩვენს ეკლესიაში, ჩვენც ვდღესასწაულობთ ქრისტეს აღდგომას და იმ სიყვარულს, უფალმა რომ მოგვმადლა."
"როგორც პირველი ქრისტიანები ადიდებდნენ ღმერთს მის ცარიელ საფლავთან, ასევე ვადიდებთ ჩვენც მოწყალე უფალს სიკვდილზე გამარჯვებისათვის. სამსხვერპლოზე მიტანილი სიყვარული ქრისტესი მაგალითია ჩვენთვის და ფსალმუნში ვამბობთ: "მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი" (ფს. 15:11). აღდგომა ახალი სიცოცხლის დაწყების დღესასწაულია და მე ვლოცულობ, რომ ეს იმედი მთელი წელი გაგვყოლოდეს," - აღნიშნა პრიბუსმა.
წყარო:
http://uoj.org.ua/