პატრიარქი 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს
პატრიარქი 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, პარაკლისს აღავლენს. პარაკლისი 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე აღევლინება. საზეიმო პარაკლისს პატრიარქი 17:00 საათზე დაიწყებს.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ-ედ-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
ბეჭდვა
1კ1