მან განაცხადა, რომ ლოცვისათვის მუსულმანთა მოწოდების წინააღმდეგ ე.წ. "აუტანელი ხმაურის" კანონი უნდა გამოვიყენოთ.
მისი აზრით, პირველ რიგში ეს აღმოსავლეთ იერუსალიმში უნდა გაკეთდეს, სადაც მეჩეთები ებრაული დასახელებების მეზობლად დგას.
ბარკატმა უკვე მიმართა იერუსალიმის პოლიციის უფროსს და სთხოვა "მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივი მეჩეთებიდან გამომავალ ხმაურთან დაკავშირებით".
ანალოგიური მოწოდებით - აიკრძალოს აზანი აღმოსავლეთ იერუსალიმში - ცოტა ხნით ადრე გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ.
მუსულმანთა საზოგადოებამ, მათ შორის იერუსალიმის მუსულმანთა უმაღლესი საბჭოს მეთაურმა იკრიმ საბრიმ, დაგმო აზანის აკრძალვის მოწოდებები.