იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაბრძანდა ასლი საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი"
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაბრძანდა ასლი საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი"
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაბრძანდა ასლი საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი". ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემობრძანდა იერუსალიმში და დაიდო ბინა ამ უძველეს ქართულ სავანეში, შოთა რუსთაველის ფრესკის წინ, სვეტთან, რომელსაც ჯვრის მონასტრის წინამძღვრის - არქიმანდრიტ კლავდიოსის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქართველთა კუთხე ეწოდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა თითოეული ქართველისათვის.

ხატის - "დედოფლის" მცველები - ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა იერუსალიმში სტუმრობისას შეხვდნენ მაცხოვრის საფლავის ეპისკოპოსს, რომელსაც საჩუქრად გადასცეს დიდი და მცირე დაფარნები და უფლის საფლავზე გადმოსაფენი ნაქარგი წარწერით - "ქრისტე აღდგა". მცველები ასევე შეხვდნენ იერუსალიმის პატრიარქს - მის უნეტარესობა თეოფილე III-ს.
დედა ღვთისმშობელმა დალოცოს სრულიად საქართველო. მისი მეოხება არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს!
ხატის მცველებს უფალმა შეუწიროს ერისა და ეკლესიის სამსახურში თავმდაბლობითა და სიყვარულით აღსრულებული ყოველი კეთილი საქმე.

KARIBCHE

KARIBCHE

ფოტოები და ინფორმაცია აღებულია ხატის "დედოფლის" ფეისბუქ-გვერდიდან
https://www.facebook.com/
ბეჭდვა
1კ1