ხატის - "დედოფლის" მცველები - ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა იერუსალიმში სტუმრობისას შეხვდნენ მაცხოვრის საფლავის ეპისკოპოსს, რომელსაც საჩუქრად გადასცეს დიდი და მცირე დაფარნები და უფლის საფლავზე გადმოსაფენი ნაქარგი წარწერით - "ქრისტე აღდგა". მცველები ასევე შეხვდნენ იერუსალიმის პატრიარქს - მის უნეტარესობა თეოფილე III-ს.
დედა ღვთისმშობელმა დალოცოს სრულიად საქართველო. მისი მეოხება არ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს!
ხატის მცველებს უფალმა შეუწიროს ერისა და ეკლესიის სამსახურში თავმდაბლობითა და სიყვარულით აღსრულებული ყოველი კეთილი საქმე.


ფოტოები და ინფორმაცია აღებულია ხატის "დედოფლის" ფეისბუქ-გვერდიდან
https://www.facebook.com/