კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი: ერთსქესიანი კავშირები ქრისტიანობასთან შეუთავსებელია
04.11.2016
კვიპროსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დიდი რეზონანსი მოჰყვა სოდომიის კრიტიკას კვიპროსის არქიეპოსკოპოსის - ქრიზოსტომოსის მხრიდან.
megaone-თან ინტერვიუში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა დაადასტურა, რომ არ აპირებს თავისი სიტყვების უარყოფას.
"მე მკითხეს ჰომოსექსუალების შესახებ და მე ვუპასუხე, რომ ქრისტეს სახარების მიხედვით, ეს ცოდვაა. როცა თავად ღმერთკაცი ამბობს მათზე "ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს", ჩემგან, როგორც ეკლესიის წარმომადგენლისგან, რისი გაგონება გსურთ? თავზე ხელი გადავუსვა და ვთქვა: "გახდით ყველა ჰომოსექსუალებიო"?" - თქვა არქიეპისკოპოსმა.
"სირცხვილი მათ, ისინი გათვხედდნენ. "საამაყო აღლუმებს" აწყობენ. მე არ მაღელვებს ეს ადამიანები. რა შეიძლება გააკეთო მათტან, ვინც არ ცდილობს გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს?" - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა.
ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ "ეკლესიას ხომ ყველა უნდა უყვარდეს და ყველაზე ზრუნავდეს", მეუფემ უპასუხა: "ჩვენ ყველაზე ვზრუნავთ. ჩვენ ისინი კი არ გვძულს, გვიყვარს. დიახ, ჰომოსექსუალები ყოველთვის იყვნენ. მაგრამ იყო ისეთი საზოგადოებრივი მორალი, რომ ისინი ამით არ ამაყობდნენ. დღეს კი ისინი თავს იწონებენ. მე ამას არ ვეთანხმები", - განმარტა მან.
"ჩვენთვის, ეკლესიისთვის, კომპასი და ორიენტირი - ქრისტეს სახარებაა. მე მოგიყვანეთ სახარების ციტატა სოდომიაზე. თუ მე არ ვიხელმძღვანელებ სახარების სულით და იგავებით - მე ქრისტიანი არ ვიქნები. მე კი მინდა ქრისტიანი ვიყო. თუ თქვენ ეს არ მოგწონთ - თქვენი საქმეა", - ბრძანა არქიეპისკოპოსმა.