***
ქრისტე უფალი, ყველაზე მეტად მამა გაბრიელმა შეგვაყვარა და დაგვანახა. მამა გაბრიელი იყო უფლის უდიდესი სიყვარულის განსახიერება. მამა გაბრიელი უზარმაზარი სიყვარულის, ქრისტეს მატარებელი პიროვნება გახლდათ თავის სულში და სხეულში. რასაც ის ამბობდა ან აკეთებდა, ყველაფერი იყო აბსოლუტურად მადლისმიერად გაკეთებული. რასაკვირველია, ბევრი ვერ ერკვეოდა იმიტომ, რომ მამა გაბრიელი დიდ სიბრძნეს ფარავდა. როცა თავის დამდაბლება სურდა ათასგვარად იქცეოდა, მათ შორის რვალის დიადემას დაიდგამდა, ფეხშიშველი გამოვიდოდა. ადამიანები რომ დაამცირებდნენ თავის თავზე ამბობდა, რა ცოდვილი და ნაგავი ვარო.
***
მამა გაბრიელმა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს უთხრა. იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამომიტანეს და იქ კანდელი არის, ცეცხლი ანთია, მიდი და შუბლზე იცხე ზეთიო. მივიდა და საჩვენებელი თითი ჩაყო ზეთში და ისე წაისვა. მამა გაბრიელმა შეჰყვირა, დასჭექა - ეს რა ქენიო, კინაღამ გული შეუწუხდა. როგორ გაბედე საჩვენებელი თითის შიგ ჩაყოფაო. მერე მე მითხრა, აბა ახლა შენ მიდი და იცხეო. კანდელთან შეშინებული მივედი და ნეკა თითი ჩავუწე, გაუხარდა, დიდებულიაო. მამა გაბრიელის ზეთს რომ ვისვავთ დაწესებულ წესში ხომ წერია, ნეკა თითი ჩააწეთ ზეთში და ისე წაისვითო, ეს ნიშნავს მოკრძალებას. მოკრძალება კი მითუმეტეს სიწმინდის მიმართ გვმართებს














