ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ქვიშხეთში, მთაწმინდის მამათა მონასტერში იხსნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
ტაძრის კურთხევა დაიწყება 09:00 საათზე, ხოლო საღვთო ლიტურღია 10:00 საათზე. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღასრულებს ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი.