"არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე.. სხვებმაც დაწერეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია. იმიტომ რომ ეს ტკივილი მარტო საჩემო არაა, საქვეყნოა. იმიტომ, რომ იმ კუთხეზეა საუბარი, საიდანაც შემოსული მტერი არ შეხებია საქართველოს. იმიტომ, რომ ეს კუთხე საღვრისპირა რეგიონია და არ შეიძლება ხალხისგან დაიცალოს. (არადა მავანმა და მავანმა, იქნებ ცუდ მეტიჩრობად ჩამომართვას),

პ.ს. კარგია "თბილისობა", "მცხეთობა" და აუცილებელი, მაგრამ ამ ფონზე, სულ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა. იქნება ჯობდეს, ხელისუფალნო, დიდი რესურსები გამოვნახოთ და უცბად მოვაგვაროთ ეს პრობლემა.ელემენტარულ სიკეთეს ნუ მოვაკლებთ პირიქითა ხევსურეთს..."
რედაქციისგან:
იქნებ მივიდეს ეს პუბლიკაცია იმ ადამიანებამდე, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ეხება და იქნებ დროულად შევძლოთ რეაგირება.