სისანიისა და სიატისტის მიტროპოლიტმა საბერძნეთის განათლების მინისტრი მისი ქმედებების გამო რომის იმპერატორ ნერონს შეადარა:
"ნერონმა რომი გადაწვა და ხალხის რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, ქრისტიანებს დააბრალა. ასევეა ბატონი ფილისი, რომელიც უმთავრესი პასუხისმგებელია საზოგადოების მორალურ დეგრადაციისა, ყველაფერს მართლმადიდებელ ეკლესიას აბრალებს".
ელადის ეკლესიის იერარქი მხარს უჭერს ათენის არქიეპისკოპოს იერონიმეს, რომელმაც უარი განაცხადა ფილისთან შეხვედრაზე: "მთავრობის მეთაურმა უნდა გაიგოს, რომ მინისტრმა დაკარგა ეკლესიის ნდობა."
მიტროპოლიტი ანტონი ადანაშაულებს ხელისუფლებას იმაში, რომ მათ არ აქვთ სურვილი ჰქონდეთ თანაბარუფლებიანი ურთიერთობა ეკლესიასთან კონსკიტუციის შესაბამისად: "თქვენთვის თანამშრომლლობა რას ნიშნავს? - მე გეუბნები და შენ მხოლოდ მისმენ?"
მეუფის უკმაყოფილება გამოიწვია მინისტრის იმ გადაწყვეტილებამ, რომ: "იუდეველებს, მუსულმანებს და კათოლიკეებს ეთხოვათ რელიგიათმცოდნეობის პროგრამის შედგენა და შეუძლიათ თავადვე დანიშნონ მასწავლებლები, ხოლო მართლმადიდებლებს ამის უფლება არ აქვთ." მიტროპოლიტ ანტონის თქმით, სინამდვილეში მინისტრის მიზანი ის არის, რომ სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამით მართლამდიებელ ბავშვებში სარწმუნოებისადმი ეჭვი დათესოს.
პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ გამოთქვა აზრი, რომ თანდათანობით რეალიზდება ბერძნების "რელიგიური იდენტურობის შეცვლის" მიზანმიმართული პროგრამა. მიტროპოლიტის თქმით, ბერძნებმა არ უნდა მიიღონ "ფსევდომულტიკულტურალიზმი, რომლის ჭეშმარიტი მიზანია, ყველა ერთნაირი გახადოს და თავისუფლება წაართვას."
მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ არის მცდელობები, რომ შეწყდეს ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი გადაცემები, რომლებიც ბერძნულ იდენტობას აყალიბებს თაობიდან თაობაში და სურთ, რომ ადამიანები "უსახურ მასად" აქციონ.
წყარო:
http://www.romfea.gr
http://agionoros.ru/