05.10.2016
დეკანოზი ლევან მათეშვილი, პროფესორი, ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი:
მინდა გამოვეხმაურო იმ მოსაზრებებს,რაც პაპის ვიზიტმა ჩვენში გამოიწვია
1. არ ვეთანხმები ფობიების კასკადს,როგორიცაა "ღმერთი დაგვსჯის", "პაპი გადაიბირებს მართლმადიდებლებს" და სხვ.
2. არ ვეთანხმები რჯულის დაცვის საბაბით პატრიარქთან დაპირისპირებას და ამგვარ ტექსტებს:"პატრიარქი აიძულეს","მდივანი ქალის შავ-ბნელი საქმეები" და სხვა, ეს არის უმდაბლესი ფორმით ჩვენი პატრიარქის დამცირება და მასთან დაპირისპირება!
3. არ ვეთანხმები არც ზოგიერთი მართლმადიდებელის აღფრთოვანებას , აღტაცებას და პაპის მუხლებში შევრდომას თუ ხელების კოცნას!პაპის ვიზიტის პოზიტიურობა ჩემთვის მხოლოდ საქართველოს ცნობადობის გაზრდით შემოიფარგლება და იმ ჩემი თანამოქალაქე კათოლიკების სიხარულით ,რომლებიც ამ ქვეყნის შვილები არიან!
4. არ მომწონს პაპის თხოვნა საკუთარი აქაური მრევლისადმი,რომ შეწყვიტონ პროზელიტიზმი მართლმადიდებლების მიმართ,რადგან ისინიც ქრისტიანები ,თანაც კარგი,არიან! ე.ი.გამოდის რომ ამ თხოვნამდე ქრისტიანებად არ გვთვლიდნენ?სწორედაც რომ არ გვთვლიდნენ,დაწყებული თეატინელთა ორდენიდან,რომლებიც პირველად შემოვიდნენ საქართველოში,დამთავრებული მაშინდელი შესაბამისი კონგრეგაციის რაპორტებით მაშინდელი რომის პაპების მიმართ,სადაც გარკვევით ჩანს,რომ ქართველები საჭიროებენ ევანგელიზაციას,ანუ არ არიან ქრისტიანები!წინააღმდეგ შემთხვევაში მისიონერს რა უნდა უკვე მოქცეულ ქვეყანაში!
5. არ ვეთანხმები მართლმადიდებლობის დაცვას იმ მართლმადიდებლებისგან,რომელთა მოძღვრებითი შეხედულებები ასეთია: მღვდელს თვითკმარი ძალმოსილება გააჩნია ევქარისტიის აღსასრულებლად, პური და ღვინო გარდაიქცევა უფლის სისხლად და ხორცად,მაცხოვარმა ჯვარცმის დროს მართალთა სულები ამოიყვანა,პირველქმნილი ცოდვის იურიდიზმით გაგება, დამსჯელი,მრისხანე ღმერთი და სხვ.ყველა ეს შეხედულება სამწუხაროდ იდენტურია კათოლიკური მოძღვრებისა და არ შეიძლება კათოლიკური გაგება გქონდეს მთელ რიგ საკითხებში და აპროტესტებდე რომის პაპის ვიზიტს! თუმცა აქვე დავძენ პროტესტის უფლება კონსტიტუციური უფლებაა!
პაპი წავიდა და ჩვენ, ჩვენი პრობლემებით დავრჩით!