ნიკორწმინდის ტაძარი ათასი წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის ემზადება. ადგილობრივი ხელმძღანელობის ხელშეწყობით და ნიკორწმინიდის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაჭაში უწმინდესი ჩამობრძანდება, სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
როგორც იღუმენმა დიონისემ (ბორძიკული) აღნიშნა, ნიკორწმინდის ტაძრის აშენებიდან ათასი წელი გავიდა და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უწმინდესი ნიკორწმინდის ეპარქიაში მობრძანდება, სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად.
საიუბილეო ღონისძიება 6-7 აგვისტოს ჩატარდება. 6 აგვისტოს დილის 9 საათზე მოხდება ამბროლაურის რაიონში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნა. რის შემდეგ უწმინდესი 1 საათზე ამავე ტაძარში მიბრძნდება და მცირე პარაკლისს აღავლენს, საღამოს 6 საათზე გაიხსნება ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ნიკორწმინდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ფოტოები, ასევე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში მდებარე რაჭული ექსპონატების ფოტო გამოფენა.
