თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.
ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გამოიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.
სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ბოლო ინფორმაციით, 84 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
დაუდასტურებელი წყაროებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, როგორც კაცთმოძულეობის გამოვლინების უმაღლეს ფორმას!
შევთხოვთ უფალს, რომ შეიწყალოს ყველა გარდაცვლილის სული.


















