ათონის ქილანდარის მონასტრიდან მართლმადიდებელი ბერები განდევნეს
ათონის ქილანდარის მონასტრიდან მართლმადიდებელი ბერები განდევნეს
კრეტის კრების დასრულების შემდეგ ათონის სერბული - ქილანდარის მონასტრის ძმობის ხუთმა წევრმა მიმართა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მეთოდეს და მას ღიად განუცხადეს თავიანთი პოზიცია: კრეტის კრებაზე ეკუმენიზმი მიღებული იქნა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, ამის გამო ჩვენ ვერ დავესწრებით მსახურებას და ვერ ვეზიარებით იქ, სადაც მოიხსენიება ერესიარქი ბართლომე - ამ ერესის დამნერგავი.

წინამძღვარმა მაშინვე არაფერი უპასუხა და მხოლოდ ის უთხრა, რომ მათი საკითხი მონასტრის კრებაზე განიხილებოდა, რომელიც 5 ივლისისთვის იყო დანიშნული. სამშაბათს, 2016 წლის 5 ივლისს ბერები: დამიანე, ლუკა, ონოფრე, ნიკოლოზი და მორჩილი დანიელი დაიბარეს მონასტრის კრებაზე. მათ ჰკითხეს, რჩებოდნენ თუ არა ისევ თავიანთ აზრზე. მათ უპასუხეს: დიახ. მაშინ არქიმანდრიტმა მეთოდემ უთხრა, რომ მათი პოზიცია გასაგები იყო და არაფრის ახსნა არ იყო საჭირო.

KARIBCHEწინამძღვარმა სიტყვა გადასცა კრების ბერდიდს (კრების ბერდიდი ნიშნავს მონასტრის კრების წევრს) ხორვატ მღვდელმონაზონ სერაფიმეს, რომელმაც განმარტა, თუ რა სასჯელი მოყვება მათ მიერ არჩეულ გზას: კვირამდე - 10 ივლისამდე, მათ უნდა დატოვონ ქილანდარის მონასტერი, მათ ეკრძალებათ ქილანდარის მიწაზე ან კარეესში (წმინდა მთის დედაქალაქში) რომელიმე სენაკში ცხოვრება; მათ ჩამოერთმევათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ბერძნული საბუთები (ათონზე დასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წმინდა მთის კანონების შესაბამისად ენიჭებათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ეძლევათ შესაბამისი საბუთები); მათ სახელებს ამოიღებენ ბერთა წიგნიდან (წიგნი, რომელშიც იქწერება ყველა იმ ბერის სახელი, რომელმაც ათონზე დადო ბერული აღთქმა) და ისინი ჩაითვლებიან განკვეთილებად, საერო პირებად.

ძმებმა განაცხადეს, რომ მათ ბერული აღთქმა უფლის და ღვთისმშობლის წინაშე დადეს და ბერებად რჩებიან. მღვდელმონაზონმა სერაფიმემ მათ აუხსნა, რომ სწორად არ ესმით მომხდარის არსი: "პაპი ფრანცისკე საუკეთესო პაპია მის წინამორბედებთან შედარებით, იგი უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს, მოინანიებს და კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად იქნებიან". სერბმა ძმებმა ვერ მოითმინეს მამა სერაფიმეს ლათინური ფილოსოფოსობა და მას იქვე უწოდეს ქრისტეს გამცემი იეზუიტი.

ძმებმა უთხრეს მამა სერაფიმეს, რომ "რომის პაპი" მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ქრისტესმიერი ძმები, რომლებთან ერთადაც ერთ მონასტერში მოღვაწეობს. მონასტრის კრებაზე კრების წევრებიდან არავინ გამოსულა ძმების დასაცავად, ყველა დაეთანხმა კრების გადაწყვეტილებას, რომ ერესის წინააღმდეგ გამოსული ბერები უნდა დაისაჯონ.

ქილანდრის ძმები - მონაზონები დამიანე, ონოფრე, ლუკა და მორჩილი დანიელი განდევნეს, ბერი ნიკოლოზი კი მონასტერში დარჩა.


წყარო:   http://www.pentapostagma.gr/ და   http://internetsobor.org/

ბეჭდვა
1კ1