რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას ჩაატარებს
რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  მესას ჩაატარებს
ვატიკანმა რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლობებთან.
1-ელ ოქტომბერს რომის პაპი მესას ჩაატარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა. 2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე ბაქოში ჩავა.
ბეჭდვა
1კ1