ეპისკოპოსი ნიკიფორე: "მართლმადიდებლებს პაპი არ გვყავს"
06.07.2016
რომფეა.გრ აქვეყნებს კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტის ნიკიფორეს განცხადებას კრეტაზე მართლმადიდებელთა კრებაზე მიღებულ საბოლოო დოკუმენტებზე ეპისკოპოსთა მიერ ხელმოწერის უფლების შესახებ.
"პირველი მსოფლიო კრებიდან მოყოლებული, მართლმადიდებლობაში ყოველთვის დამკვიდრებული იყო დემოკრატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც კრებაში მონაწილე თითოეულ ეპისკოპოსს გამოხატვის სრული თავისუფლება აქვს."
კიკოსის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა: "ჩვენ პატივს ვცემთ სხვების აზრს და ვთვლი, რომ სხვებიც პატივს სცემენ ჩვენსას".
"მართლმადიდებლებს არ გვყავს პაპი, რომელიც ბრძანებს და სხვები დაემორჩილებიან, მართლმადიდებლობა დემოკრატიული დიალოგია ოპოზიციურ მხარეებს შორის და საბოლოოდ - სწორი ურთიერთშეთანხმება" - აღნიშნა მეუფე ნიკიფორემ.