დილის 5 საათზე დამირეკეს და მითხრეს: მამაოს სცემენ და სასწრაფოდ ჩამოდიო
26.06.2016
არქიმანდრიტ გაბრიელის ცემის ფაქტის გამო "კარიბჭე" დაუკავშირდა გურიანიუსის ჟურნალისტს სოფო წილოსანს და მისგან ასეთი ინფორმაცია მოიპოვა:
დილის 5 საათზე დამირეკა აცანის მცხოვრებმა პიროვნებამ, რომელმაც მითხრა რომ მამაოს სცემენ და სასწრაფოდ ჩამოდიო. ასეთ დროს ვერაფრით მოვახერხებდი წასვლას. იმ პიროვნებას ხმაზე ეტყობოდა რომ ნასვამი იყო.
გარკვეული დროის შემდეგ ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაო უკვე საავადმყოფოში წაიყვანესო. მას შემდეგ ვეღარ ვუკავშირდები.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებს მამა გაბრიელი არ უცემიათ და მან თვითდაზიანებები მიიყენა და რომ მათ ამის დამადასტურებელი ვიდეოც აქვთ.