ფოტოალბომის "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" წრდგენა 22 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება
ფოტოალბომის "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" წრდგენა 22 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება
22 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წარდგინება ფოტოალბომისა -"დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი". ალბომში, რომელიც სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოვიდა, შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებს მოიცავს. მათ უმრავლესობას დაინტერესებული მკითხველი პირველად გაეცნობა. პროექტის ავტორია წმინდა დიმიტრის შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მიქაძე. შემდგენლები - თამარ მიქაძე და სოფიო ისაკაძე. რედაქტორი გახლავთ როსტომ ჩხეიძე. პროექტის ავტორი მადლობას უხდის თანადგომისათვის დეკანოზ მალხაზ ყიფიანს და საქველმოქმედო ფონდ "სარაჯიშვილს", რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ფოტოალბომი.


ბეჭდვა
1კ1