მსოფლიო პატრიარქი - უწმინდესი ბართლომე ხელძღვანელობდა სულთმოფენობის ერთობლივ წირვას, რომელიც 19 ივნისს ჩატარდა წმინდა მინას სახელობის ტაძარში კუნძულ კრეტაზე.
20 ივნისს მსოფლიო მართლმადიდებელთა კრების პირველი სხდომაა დაგეგმილი. კრების მონაწილეებს კრეტის მართლმადიდებლური აკადემია მიიღებს, რომელიც სოფელ კოლიმვარის მახლობლად მდებარეობს. სხდომები 26 ივნისამდე გაგრძელდება.
"კარიბჭე" თანმიმდევრულად მოგაწვდით მნიშვნელოვან სიახლეებს კრების მსვლელობის შესახებ.