ისევ "დიდი კრების "შესახებ
ისევ "დიდი კრების "შესახებ
დეკანოზი ლევან მათეშვილი:

საეკლესიო კრება ზოგადად არის ეკლესიის დროსა და სივრცეში რეგულაციის და წარმართვისთვის ინსტრუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, ეკლესიას ცოცხალ ორგანიზმად წარმოაჩენს, მეორის მხრივ კი ქმედითად. მე არ დავიწყებ რუსეთის ეკლესიის იმპერიალისტური და კონსტანტინეპოლის ეკლესიის პოსტიმპერიალისტური სინდრომების ანალიზს, რადგან ერთი და მეორე ეკლესიისგან საქართველოს ეკლესიამ ისტორიულ პერსპექტივაში არაერთხელ იგემა "ძმური" სიყვარული და ახლაც ორივე ეკლესიისგან შემცირებული დოზებით იღებს ინექციებს! მიუხედავად ამისა ზოგის ორიენტირი ხან ერთისკენაა და ხან მეორისკენ მიმართული - ეს მათი გემოვნების და ინტერესების პრობლემაა!

მინდა გამოვეხმაურო საეკლესიო საზოგადოების ისტერიულ აჟიოტაჟს "დიდი კრების" მიმართ, რომელიც პოლარიზებული და მაქსიმალისტურია! საეკლესიო ორგანიზმი საკმაოდ პლურალისტური და დემოკრატიულია. თითოეულ წევრს აქვს საკუთარი აზრის დემონსტრირების და არგუმენტირების უფლება, ასევე უფლება უკიდურესი პროტესტისა და კრების ბოიკოტირებისა! ეს არაა ნოვაცია, არამედ ისტორიული გამოცდილება! რა თქმა უნდა, დიდ კრებაზე მონაწილეობას თავისი პოზიტიური მხარეები გააჩნია, შესაძლოა უფრო ეფექტურად გამოჩენილიყო ჩვენი მხრიდან პროტესტ , ვეტო თუ სხვა რამ, თუკი არ გაითვალისწინებდნენ საქართველოს ეკლესიის არგუმენტაციას, მაგრამ წაუსვლელობასაც თავისი ხიბლი აქვს! ჩნდება შიშები: ნუთუ მართლა სავალდებულო გახდება დიდ კრებაზე მიღებული დადგენილებები, როგორც ამას კონსტანტინეპოლი ახმიანებს, ჩვენი ეკლესიისთვის? მაგრამ ამგვარი პრაქტიკა ისტორიული რაკურსით ჯერ არ ყოფილა და ეს კი ამ საპატრიარქოსგან ნოვაციაა!

შეგახსენებთ, რომ დიდი კრება მსოფლიო კრება არაა და რომც ყოფილიყო, მაინც ეს შეუძლებელი იქნებოდა! - ავტომატური მოქმედება დადგენილებებისა თუკი რომელიმე ეკლესია არ იყო თანახმა ასეთ უნივერსალიზმს გამორიცხავს ძირშივე. დიდ კრებაზე გატანილი საკითხები ცალკე საკითხია, გასაგებია, რომ არაა დოგმატური მაგრამ მაინც აბსურდულია, ქორწინების საკითხის გარდა! დოგმატური საკითხების მქონე მსოფლიო კრებებზეც კი ავტომატიზმი არ იყო თუკი რომელიმე ეკლესია არ მონაწილეობდა კრებაზე.მაგალითად, მესამე მსოფლიო კრება, ეფესოში წმ. კირილე ალექსანდრიელის მიერ ორგანიზებული ვერ ჩაითვალა მსოფლიო კრებად და მისი დებულებები საყოველთაოდ, სანამ ორი წლის შემდეგ თანხმობა არ განაცხადა ანტიოქიის ეკლესიამ! (ამ მსოფლიო კრებაზე ანტიოქია არ იღებდა მონაწილეობა რიგი მიზეზების გამო). ასე,რომ ამ თემაზე სპეკულირება არ გამოვა!ახლა დავუბრუნდეთ დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს, ჩემთვის თუნდაც გაუგებარია ეკლესიების საერთო აზრის დაფიქსირება გარე სამყაროს მიმართ! რა ახალი ხედვები გაჩნდა? რა, ეკლესიის მისია შეიცვალა? რა, ეკლესიის მიზანი დაამოწმოს ჭეშმარიტება გარე სამყაროში შეიცვალა? თანამედროვე შეცვლილ სამყაროში ეკლესიას მარად ერთი მიზანი აქვს თუნდაც თანამედროვე მეთოდებით, მაგრამ ამის დაფიქსირების სურვილი ,რაც ისედაც ცნობილია 2000 წელი ამისთვის უნდა შემდგარიყო დიდი კრება?

სამაგიეროდ , ის პრობლემები რაც რეალურად არსებობს თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში და კრებსით რეგულაცისა საჭიროებს, ის საკითხები საერთოდ არ განიხილება.მაგალითად:
1. ანტიოქიის ეკლესია აქვს პრობლემა იერუსალიმის ეკლესიასთან (კატარის პრობლემა);
2. იერუსალიმის ეკლესიას აქვს პრობლემა რუმინეთი ეკლესიასთან (იურისდიქციის საკითხი);
3.სერბეთის ეკლესია აქვს პრობლემა რუმინეთის ეკლესიასთან (რუმინეთი შეჭრილია სერბეთის კანონიკურ ტერიტორიაზე ).
4. საქართველოს ეკლესიას აქვს პრობლემა კონსტანტინეპოლის და რუსეთის ეკლესიასთან(კონტანტინეპოლი აჯილდოვებს და ახალისებს საეკლესიო სეპარატისტების ჯგუფს აფხაზეთში , კერძოდ დოროთე დბარს ის არქიმანდრიტობას აძლევს, რუსეთი ცალკე ცდილობს აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, ასევე ცხინვალის რეგიონში)
5.საქართველოს ეკლესიას პრეტენზია აქვს სერბეთის ეკლესიასთან(სერბეთი ეკლესია მომლოცველ ტურებს აწყობს ცხინვალის რეგიონიდან სერბეთში )
6. საქართველოს პრეტენზია აქვს ანტიოქიის ეკლესიასთან (ანტიოქიის პატრიარქის ტიტულატურაში მოხსენიებულია იგი როგორც ივერიის პატრიარქი),
7. პრობლემაა ამერიკის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა(სლავური ეკლესიები და საქართველოს ეკლესიას აქვს მასთან ევქარისტიული კავშირი , შესაბამისად აღიარებენ მის ავტოკეფალიას ,ბერძნული ეკლესიები კონსტანისტინეპოლის მეთაურობით მას არ სცნობენ),
8. პრობლემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
9 დიპტიხის პრობლემა (საქართველომ გაიწვია საკუთარი პრეტენზიები საყოველთაო კონსენსუსის მიზნით, როგორ, ჩანს ამაოდ!)
10 ფინეთი ეკლესიის პრობლემა( კალენდარული საკითხი),
11.იაპონიის მართლმადიდებელი ავტონომიის პრობლემა(კონსტანტინეპოლი არ აღიარებს)
ეს ჩამონათვალი არასრულია - ეს ეკლესიაში არსებული რეალური პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაუყოვნებელ რეგულირებას მოითხოვს!დოგმატური პრობლემებით გახლართული მსოფლიო კრებებიც კი ამგვარ პრობლემებისთვის იცლიდა და არეგულირებდა. მაგალითად, მეოთხე მსოფლიო კრებაზე (ქალკედონის კრება), კვიპროსის ავტოკეფალურ ეკლესიას დაემუქრა ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან მის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის და საერთოდ ავტოკეფალიის გაუქმების საშიშროება! მონოფიზიტური ერესის დამარცხებისთვის მოტივირებულმა და გადაღლილმა კრებამ გამონახა დრო და დაიცვა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია!

და ბოლოს, რიტორიკული კითხვა, თუკი დიდი კრება ეკლესიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების გადაჭრისთვის არ იკრიბება, რისთვისაა საერთოდ ამგვარი კრების მოწვევა საჭირო , დიდი ფინანსების დახარჯვა, მით უფრო,რომ საქართველოს ეკლესიის დელეგატები წასვლის შემთხვევაშიც კი ვერ მოისმენდნენ კრების მსვლელობას ქართულ ენაზე, არადა საორგანიზაციო ხარჯებისთვის (მათ შორის თარჯიმნებისთვის), ყველა ეკლესიას 120 000 ევროს გადახდა უწევდა ?ეს მსჯელობა იმისთვის დამჭირდა ,რომ განმემარტა მათთვის ,რომლებმაც ვერ გაიგეს ჩემი წინა პოსტის "პრობლემა არ არის კრებაზე წასვლა და წაუსვლელობაც"-მნიშვნელობა!და კიდევ ერთხელ ბოლოს: თუკი ნებისმიერი პრობლემა არ უკავშირდება სოტეოროლოგიას (არადა ყველა დოგმატი პირდაპირ კავშირშია მასთან!) ე. ი. ეს პრობლემა მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, ამდენი ვნებათაღელვა არ არის საჭირო !!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat