კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოუწოდებს იმ ეკლესიებს, რომელთაც უარი განაცხადეს მართლმადიდებელთა კრებაში მონაწილეობაზე, შეცვალონ გადაწყვეტილება.
"ვისურვებდი, რომ ამ ეკლესიებმა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებებს" - განაცხადა პატრაიქრმა ბართლომემ და დაამატა და ის, რომ ამ ეკლესიების დაუსწრებლობა აფერმკრთალებს "ისტორიული მოვლენის სიხარულს."
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სერბეთის ეკლესიამ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა კრების მუშაობაში.
მართლმადიდებელთა მსოფლიო კრება 18-დან 26 ივნისამდე კრეტაზე ჩატარდება.