სინოდმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას კრეტაზე დაგეგმილ შეკრებაში
სინოდმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას კრეტაზე დაგეგმილ შეკრებაში
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას კრეტაზე დაგეგმილ შეკრებაში და მიმართავს კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხოვნით, რომ გადადოს ეს კრება. ამის შესახებ რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო შეკრებაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
სპეციალურ ბრიფინგზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიას არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა შეკრებაში, როცა სხვა ადგილობრივი ეკლესიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე, ამგვარად დარღვეულია კონსენსუსი და კრება აღარ ჩაითვლება საერთო-მართლმადიდებლურად.

დამატებით ინფორმაციას "კარიბჭე" უახლოეს მომავალში მოგაწვდით
ბეჭდვა
1კ1