მაშველის სახელი, რომელმაც 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა, ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა
13.06.2016
სამაშველო ოპერაციების დროს გმირულად დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ "თავდადების მედლით" დაჯილდოვდა.
ზურაბმა 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა და ბოლოს, სამწუხაროდ, თვითონ დაიღუპა.
ახლა კი შევიტყვეთ, რომ ვაკის რაიონში რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა.
მაშველი ზურაბ მუზაშვილის სახელის ქუჩისთვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უკვე მიიღო.