13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში ხვალ პანაშვიდი ჩატარდება
13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამებაში ხვალ პანაშვიდი ჩატარდება
2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში ხვალ პანაშვიდი აღევლინება, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

"ხვალ არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს. ხოლო მომავალ კვირას მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.
ბეჭდვა
1კ1