ალბანეთის ეკლესია: "არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა იმისათვის, რომ დიდი და წმინდა კრება ჩატარდეს"
ალბანეთის ეკლესია: "არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა იმისათვის, რომ დიდი და წმინდა კრება ჩატარდეს"
8 ივნისს, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, დიდ და წმინდა კრებასთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სრულიადმართლმადიდებელთა კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს დაგეგმილ დროს – 16-26 ივნიის, კუნძლ კრეტაზე.

ალბანეთის ეკლესიის აზრით, კრების გაუქმება ან გადადება ზიანს მიაყენებს მართლმადიდებლობას.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კრების მოწვევის გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა შეკრებაზე, რომელიც გაიმართა 2014 და 2016 წლებში, კონსტანტინეპოლსა და შამბეზში. ამიტომ მისი გადაიდება არ უნდა მოხდეს ამ ორგანოს გარეშე, რომელმაც კრების მოწვევის გადაწყეტილება მიიღო.

"სრულიადმართლმადიდებელთა კრების გადადება დაუშვებელია იმ ორგანოს ახალი გადაწყვეტილების გარეშე, რომელმაც კრების მოწვევა განიზრახა. არ შეიძლება, ბოლო წუთს გადაიდოს ის სხვადასხვა მხარეთა გადაწყვეტილებებისა და მიმართვების გამო" – ნათქვამია ალბანეთის ეკლესიის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კრებაზე ვერ განიხილება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მაინც აუცილებელია მისი ჩატარება.

"აშკარაა, რომ არსებული პრობლემები ბევრია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი წმინდა და დიდი კრების მოწვევა. შეუძლებელია ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ზოგიერთი საკითხი… სჯობს გადაწყდეს ცოტა რამ, ვიდრე, საერთოდ, არაფერი" – ნათქვამია განცხადებაში.

ალბანეთის ეკლესიის განცხადებით კრების ჩატარება აუცილებელია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

"დაგეგმილი სრულიადმართლმადიდებელთა კრების გადადება დარტყმას მიაყენებს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს და შეარყევს მართლმადიდებლობის ავტორიტეტს" – აღნიშნავს ალბანეთის ეკლესია და მოუწოდებს სრულიადმართლმადიდებელთა კრების სამდივნოს, რომელიც იკრიბება ხვალ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა კრების ყველა მონაწილემ ერთად იზეიმონ სულთმოფენობის საღმრთო ლიტურგიაში, რაც ერთიანობის უმნიშვნელოვანესი დასტური იქნება.

ალბანეთის ეკლესია ყველას მოუწოდებს, რომ არ დაიშურონ სურვილი და ძალისხმება კრების მშვიდობიანად ჩატარებისთვის.

"… უნდა ვიზრუნოთ კრების უმწიკვლოდ და მშვიდობიანად ჩატარებისთვის, თუნდაც ამისთვის სხვადასხვა მიზნებისა და ინტერესების მსხვერპლად შევწირვა დაგვჭირდეს… "ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის, მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ" (ეფეს. 3, 20-21[*]), – ნათქვამია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებულ დოკუმენტში.



მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ

წყარო: კენოზისი.გე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat