ანტიოქიის ეკლესიის განცხადება საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით
11.06.2016
გთავაზობთ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საგანგებო კრების დადგენილების ძირითად მუხლებს
ერთსულოვნად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
1. მოვუწოდებთ მსოფლიო პატრიარქს "ერთსულოვნების მისაღწევად მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს" და გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რომლის შესახებაც მართლმადიდებლურმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა განაცხადეს. "თუ კი ვერ მოხერხდება ერთსულოვნების მიღწევა, ანტიოქიის ეკლესია წმინდა და დიდი კრების უფრო გვიანი პერიოდისთვის გადადებას დაუჭერს მხარს".
2. ანტიოქიის საპატრიარქო არ მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში, ვიდრე არ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება – "იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ანტიოქიის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაში შეჭრასთან დაკავშირებით", რაც მათ შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის მიზეზი გახდა.
3. დადასტურდეს კრებაში ყველა ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის აუცილებლობა და მათ მიერ ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა "შენარჩუნდეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა".
4. ანტიოქსიის საპატრიარქოს პოზიცია ინფორმაციის სახით მიეწოდოს ყველა ადგილობრივ ეკლესიას.
5. მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს.
იმ მიზეზთა შორის, რომელთა გამოც ანტიოქიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეჭვ ქვეშ დააყენა თავისი მონაწილეობა საერთო მართმლმადიდებლურ კრებაში ჩამოთვლილია:
– ანტიოქიის ეკლესიის შენიშვნების იგნორირება "წმინდა და დიდი კრების ორგანიზების და მუშაობის რეგლამენტთან დაკავშირებით";
– საერთო მართმლმადიდებლური კრების დღის წესრიგში დოკუმენტის "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები"-ს შენარჩუნება (რომელიც უარყოფილ იქნა ანტიოქიის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ);
– დღის წესრიგიდან კალენდრის საკითხის მოხსნა;
– ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან ერთიანი პოზიციის არქონა "ავტონომია და მისი გამოცხადების წესი"-ს ტექსტთან დაკავშირებით;
– მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ყატარის იურისდიქციის საკითხის გარკვევის გადატანის წინადადება.
წყარო: ზნეობა.გე