მეუფე იოანე - დიდი კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
მეუფე იოანე - დიდი კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

1. კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა ბულგარეთის ეკლესიამ

2. კრებაში მონაწილეობისგან თავს იკავებს ანტიოქიის ეკლესია

3. კრებაზე არ არის მოწვეული ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია, არც ფინეთის და იაპონიის ავტონომიური ეკლესიები არიან წარმოდგენილნი

4. კრებაზე წარმოდგენილი და განსახილველი დოკუმენტების მიმართ შენიშვნები აქვთ:
- საქართველოს ეკლესიას
- ბულგარეთის ეკლესიას
- ათონის მთის წმიდა კინოტს (მონასტრებს გრიგორიუს და კუტლუმუშს)
- რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის წმ. სინოდს
- საბერძნეთის ეკლესიის 4 ეპარქიის მღვდელმთავრს სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად
- თესალონიკის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის პროფესორ კირიაკოს კირიაზოპულოს
- პროფესორ დ. ცელენგედის
- დეკანოზი გიორგი მეტალინოს

5. შენიშვნები ეხება შემდეგ საკითხებს:
- უჩვეულოა კრების რეგლამენტი _ შეზღუდულია კრებაზე დამსწრე მღვდელმთავართა რიცხვი და ყველა ადგილობრივ ეკლესიას ექნება მხოლოდ ერთი ხმა. ცაკლეულ ეპისკოპოსთა შეხედულება არ განიხილება. ამით ირღვევა კრებითობის პრინციპი.
- კრებაზე განსახილველ ტექსტში "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ხშირად იხმარება ზოგადი ტერმინები: "მშვიდობა", "თავისუფლება", "თანასწორობა", "თანამშრომლობა", "ადამიანური პიროვნების ღირსება" და სხვ. სოციალური-პოლიტიკური და არა საღვთისმეტყველო-ეკლესიოლიგიური მნიშვნელობით, რაც გაურკვეველს და ბუნდოვანს ხდის დოკუმენტის შინაარს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ეკლესიამ
- კრებაზე განსახილველ ტექსტში "მართლმადიდბელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" "ეკლესიებად" იწოდებიან ის მიმდინარეობები და აღმსარებლობები, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საუკუნეების მანძილზე ერეტიკოსებად და განხეთქილების მოქმედად არიან აღიარებულნი, რომლებიც არ იზიარებენ 7 მსოფლიო და ადგილობრივი ეკლესიების ცნობილი კრებების დადგენილებებს, მითუმეტეს, პატრიარქ ფოტიოსის და გრიგოლ პალამას დროს მოწვეულ კრებებს. არამართლმადიდებელი ქრისტიანული დენომინაციები არც I, II და IV მსოფლიო კრებებზე 12 მუხლად ჩამოყალიბებული პირვანდელი ერთიანი ეკლესიის დოგმატური სწავლების, რომელსაც "მრწამსი" ეწოდება, ეკლესიის განსაზღვრებას "ერთი, წმიდა, კათოლიკე (კრებითი, соборная) და სამოციქულო" აკმაყოფილებენ და არც იზიარებენ.
პირვანდელი ერთიანი ეკლსიისგან გამოყოფილი მონოფიზიტები და პაპისტები დოგმატური საღვთისმეტყველო ცდომილებების გამო არ არიან "წმინდა" და არც "კრებითობა" გააჩნიათ. თვითნებურად წარმოქმნილი პროტესტანტული დენომინაციები უარყოფენ უფლის მიერ დადგენილ საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, მირონცხება, სინანული-აღსარება, ზიარება, მღვდელობა) მაცხოვნებელ მადლმოსილებას, ამიტომაც ისინი არც წმიდა არიან და არც სამოციქულო.
საუკუნეების მანძილზე ამ მიმდინარეობებით გამართული საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური დიალოგების უშედეგობის მიუხედავად კვლავ არის მცდელობა მათთან დიალოგის გაგრძელების, მოციქული გვაფრთხეილბს: მწვალებელს ერთჯერ-ორჯერ უთხარი და თუ არ ისმინა, განეშორე. ამგვარი უნაყოფო დიალოგების შედეგად ამ სოფლის ეკუმენისტური სული თანდათან მკვიდრდება ეკლესიის წევრთა ცნობიერებაში და ფსევდოეკლესიური ფასადური ფრაზეოლოგია ანაცვლებს ზუსტ და ღრმა მისტიურ საღვთისმეტყველო კატეგორიებს.

- კრებაზე განიხილება დოკუმეტი "ქორწინების საიდუმლო და ამისი დამაბრკოლებელი მიზეზები". შერეული ქორწინების დაშვება იკონომიის საბაბით საწყისშევე ქმნის პრეცედენტს ოჯახური ერთობის დარღვევის სარწმუნოებრივ ნიადაგზე. შერეული ქორწინების დაშვება გულისხმობს ქორწინების საიდუმლოს საკრალურობის უგულებელყოფას, მშვინვიერის პრიმატს სულიერზე - ქორწინების საიდუმლოს აღსრულების საეკლესიო კანონების ჩარჩო აკრიბიის პრინციპზეა დამყარებული. იკონომია ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვს და როგორც კერძო საკითხი მისი ზოგად კანონად მიღების საფუძველი არ არსებობს. ამასთან ერთად არ არის სტატისტიკურად შესწავლილი შერეული ქორწინებების სტაბილურობა. ამგვარი ოჯახის დაშლის შემთხვევაში ბავშვი რელიგიურად გაორებული იქნება, რაც რელიგიის მიმართ ნიჰილისტურ განწყობას გამოიწვევს. იკონომიის დაკანონებას სჯობია გაძლიერდეს მრევლის სარწმუნოებრივი აღზრდა-განათლების მისია ტაძრებში.

- მართლმადიდებელი ეკლესიის არამართლმადიდებელი დენიომინაციებთან, რომლებიც ქრისტიანულად იწოდებიან (კათოლიკებთან, მონოფიზიტ სომხებთან, კოპტებთან და იაკობიტებთან) ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენს იერუსალიმის მაცხოვრის ტაძრის ერთი გუმბათის ქვეშ მათი თანაარსებობა და გამიჯნულად (შეურევნელად) ღვთისმსახურება. შესაბამისად შეთანხმებული რეგლამენტი განსაზღვრავს მათ თანაარსებობას და გამიჯნულად ღვთისმახურების აღსრულებას, რაც გულისხმობს ერთმანეთის უფლების აღიარებას და დაცვას. ურთიერთობის ეს მოდელი ქმედითია საუკუნაეების მანძილზე, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ან სხვა ეკუმენისტურ ორგანიზაციებზე, სადაც სოციალურ სფეროში თანამშრომლობის მეტს ვერ ახერხებენ. ამ ორგანიზაციებში მართლმადდიდებელი ეკლესია ძირითადად თანამშრომლობს პროტესტანტულ დენომინაციებთან, რასაც დღემდე არავითარი სარგებელი საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიურ დიალოგებში არ მოუტანია. ვინც თავს ქრისტიანად აღიარებს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული ზნეობით უნდა იხელმძღვანელოს. იქ, სადაც მატერიალური დაინტერესებით და ზეწოლით ხდება გადაბირების მცდელობა საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური დიალოგზე საუბარი ზედმეტია.

მართლმადიდებელი ეკლესია თავისი საქმით, ისტორიული მაგალითით, ღვთისმეტყველებით, ასკეტიკით, ეგზეგეტიკით, მადლმოსილებით, ვისაც ვერ იზიდავს მათთან ერთობა, მოჩვენებითი და ყალბი იქნება. უფალი სამღვდელმთავრო ლოცვაში ამბობს: "მე მათთვის გთხოვ; არა ამსოფლისათვის გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენი არიან" (17,9). მართლმადიდებელი ეკლსიის მისია ამიტომ, პირველ რიგში, არის შინაგანი სამართლიანი ერთობის დაცვა, რადგან უფალი ეუბნება მოციქულებს: "ამით მიხვდება ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი ურთიერთას" (ინ.13,35).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები
ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგება დღე, როდესაც გარდავიცვლებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat