ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ - წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ მისი დელეგაცია შეიძლება არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.

წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ,,ულტიმატუმის" შესრულება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის აღნიშნული განცხადება, კრებაზე არდასწრების დაანონსებაა.

სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1 000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტი ისიცაა, რომ იგი ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის ეკლესიის მოთხოვნით, რადგან უკანასკნელ პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურებიც განიცდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა სერიოზულ გავლენას, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, თუკი ,,თემატურ და საორგანიზაციო"" ცვლილებების თაობაზე, ბულგარელთა შენიშვნები არ იქნება ანგარიშგაწეული და პატივცემული.

წმიდა სინოდმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ კრეტაზე გასამართ წმიდა და დიდი კრების თაობაზე ჰქონდა ,,ვრცელი განხილვები."" ეკლესიის იერარქებმა შექმნეს არაერთი პრეტექსტი, რათა გადაედოთ სრულიად მართლმადიდებელი კრება და გაეცხადებინათ, რომ თუკი აღნიშნული მოვლენა მათ მიერ შემოთავაზებულ ვადამდე გაიმართება, ბულგარეთის ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

წმ.სინოდმა გამოყო 6 საკითხი, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ეკლესიამ მოითხოვა მართლმადიდებელი ქრისტიანობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხთა დღის წესრიგიდან ამოღება და დასძინა რომ ,,საერთომართლმადიდებლური კრების რეზოლუციის მიღებისათვის არის შესაფერისი ჟამი და დროული სიტუაცია.""

(წმ.სინოდს არ განუცხადებია თუ რის შესახებ იყო ეს საკითხები), სამაგიეროდ აღნიშნა ავტოკეფალურ ეკლესიების უკვე ოფიციალურად განცხადებული პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან ზოგიერთ იმ ტექსტს, რომლებიც დამატებულია კრებაზე განსახილველ მასალებში. ასევე გააპროტესტა რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დიდი და წმინდა კრების მსვლელობისას დოკუმენტების რედაქტირება შეუძლებელია. უფრო მეტიც, ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს კრების შეხვედრებისთვის დათქმულ დარბაზში, ავტოკეფალურ ეკლესიათა პირველიერარქების განლაგების წესს, რადგან ის არღვევს ,,მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურთა შორის თანასწორობის პრინციპს."" წმ.სინოდმა ასევე გააპროტესტა სრულიად მართლმადიდებელ კრებაზე დამკვირვებელთა და სტუმართა ადგილების შეუსაბამო მდებარეობა.

საბოლოოდ მმართველობითმა ორგანომ უარი განაცხადა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიადმართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ,,დიდი და გაუმართლებელი"" ხარჯების გაღებაზე.

წმ.სინოდმა განაჩინა, რომ სრულიადმართლმადიდებლური კრებისთვის ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რათა გადაიდოს იგი იქამდე, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო თუკი ეს პროცესები არ განახლდება, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
წყარო: http://www.orthodoxtheology.ge/
ბეჭდვა
1კ1