ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
29.05.2016
ტელეკომპანია GDშ-ის გადაცემა "2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.
ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
"კარიბჭე" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
მოიხსენოს უფალმა მისი სული სადაცა მართალნი განისვენებენ!