ძმებო, დებო, პატრიარქის მხედრებო...
15.05.2016
როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი.
უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.
თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12 სთ-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს.
საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად სეხნიაშვილი ჩოხოსნებს მიმართავს:
საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრთა საყურადღებოდ:
ძმებო, დებო, პატრიარქის მხედრებო - გამოვდივართ ყველა შემოსილები ქართულ სამოსში და ავაბრძანებთ ხატს სამებაში.
შეკრება 17 მაისს, 11 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე.
დედა-ეკლესიისთვის, სამშობლოსათვის, ოჯახების სიწმინდისთვის - ჩოხოსნები ვიდგებით ბოლომდე !!!